11:39 AM
ტესტი - გაიგეთ თქვენი და სხვების ხასიათი თითების სიგრძის მიხედვით

ადამიანის ხასიათის გამოცნობა ძალიან მარტივი მეთოდით შეიძლება - საკმარისია მას ხელებზე დახედოთ და... კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტატისტიკური კვლევების შედეგად საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეს.



ა) თუ საჩვენებელი თითი არათითზე მოკლეა...

ასეთი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მომხიბვლელები, სასიამოვნოები და ქარიზმატულები არიან. გადაწყვეტილებას ადვილად იღებენ და უარს არც სარისკო ქმედებებზე ამბობენ. ძალიან ჭკვიანები და ლოგიკურები არიან მსჯელობაში. არ გაგიკვირდეთ, თუ კროსვორდებს მარტივად ამოხსნიან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური ფაქტი - ადამიანები, რომლებსაც არათითი შედარებით გრძელი აქვთ, გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე დანარჩენები. ასე რომ, გოგონებს გირჩევთ, თუ მამაკაცს გრძელი არათითი აქვს და მას ბეჭედი არ ამშვენებს, მაშინ...



ბ) თუ საჩვენებელი თითი არათითზე გრძელია...

ადამიანები, რომელთაც საჩვენებელი თითი არათითზე გრძელი აქვს, ხშირ შემთხვევაში, ამპარტავნები და თვითკმაყოფილები არიან. ისინი საკუთარი თავით ტკბებიან და საშინლად არ უყვართ, როდესაც „სისულელეებზე“ აწუხებენ. ეს ადამიანები არასდროს არაფერს დათმობენ, იქნება ეს ახალი ბიზნესი თუ პირადი ურთიერთობები. თუმცა აფასებენ ყურადღებას და მადლიერებიც რჩებიან, თუ მათ აქებენ.



გ) თუ საჩვენებელი თითის და არათითის სიგრძე ტოლია...

ადამიანები ასეთი თითებით მშვიდობისმოყვარეები და გულკეთილები არიან, საშინლად არ უყვართ კონფლიქტური სიტუაციები. ძალიან ორგანიზებულები არიან და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვთ. პირად და საქმიან ურთიერთობებშიც ბოლომდე ინარჩუნებენ პარტნიორების თუ კოლეგების ერთგულებას.
კატეგორია: ტესტები | ნანახია: 95 | დაამატა: Admin | ტეგები: ტესტი - გაიგეთ თქვენი და სხვების ხა | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar