10:03 AM
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ეზუგბაია

  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტს, რომელსაც პირველად დაუდასტურა კორონავირუსის ინფექცია, დღევანდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულია.

„გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფით. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“,- ამბობს მარინა ეზუგბაია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში კი 314 პაციენტი იმყიფება.
კატეგორია: Fresh News | ნანახია: 118 | დაამატა: Admin | ტეგები: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar