11:32 AM
რორშახის მელნის ლაქების ტესტი - „მითხარი რას ხედავ და გეტყვი ვინ ხარ შენ“ (ფოტოები)

რორშახის მელნის ლაქების ტესტი — ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც 1921 წელს შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ჰერმან რორშახმა შემოიღო. ტესტი 10 ბარათისაგან შედგება, რომლებიც წარმოადგენენ ბუნდოვან სტიმულებს სიმეტრიული მელნის ლაქების სახით. ტესტი მოიცავს როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად ბარათებს. ცდის პირებს მოეთხოვებათ დაასახელონ თუ რას ხედავენ ან რას ამსგავსებენ ბარათზე მოცემულ ლაქებს, ექსპერიმენტატორი კი ზედმიწევნით აფიქსირებს მათ პასუხებს, აღწერს პასუხის გასაცემად დახარჯულ დროს და იმას, თუ როგორ უჭირავთ რესპოდენტებს ბარათები. ამის შემდეგ კი ხდება გარკვეული დეტალების დაზუსტება. რორშახის ტესტის მეშვეობით ძირითადად ხდება ინდივიდუალური თავისებურებების, შემეცნებითი სტილის, შინაგანი და პიროვნებათშორისი კონფლიქტების და დაცვის მექანიზმების,შფოთვის დონის, ინტელექტუალური უნარების და ა.შ. დიაგნოსტირება.

ლოკალიზაცია მიუთითებს ობიექტთა და გარემო სინამდვილის შემეცნების თავისებურებაზე. როდესაც ლაქის აღქმა მთლიანობით ხდება, ეს მეტყველებს ადამიანის სწრაფვაზე სიტუაცია მთელი სირთულით, მის შემადგენელ კონპონენტთა ურთიერთკავშირით აღიქვას. ინტეგრირებული, საგნის მთლიანობითი აღქმა კარგად გამოხატული ფორმით მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. ისეთი პასუხები კი, რომლებშიც ნაწილები განაპირობებენ მთელის აღქმას და საგნის ფორმა არაზუსტადაა გამოკვეთილი, მიანიშნებს ინტელექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სუბიექტივიზმსა და გადაჭარბებულ პატივმოყვარეობაზე. როდესაც პასუხებში ჭარბობს პატარა დეტალები, ეს მიუთითებს გადამეტებულ პედანტიზმსა და აკვიატებულობაზე. თუ პასუხებში მოცემულია იშვიათი დეტალები, ეს მეტყველებს ადამიანის საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე, შფოთვასა და მასთან გამკლავების მცდელობაზე. თუმცა როდესაც არ არსებობს სხვა აფექტური არაკეთილდღეობის მიმნიშნებლები, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ადამიანი ცნობისმოყვარეა და აზროვნების ორიგინალურობა ახასიათებს.

თეთრი ფონის აღქმა მიუთითებს ექსტრავერტების სწრაფვაზე წინააღმდეგობა გაუწიონ გარემოს გავლენას, მათ ნეგატივიზმზე, ინტროვერტთა შემთხვევაში კი - კონფლიქტზე საკუთარ თავთან, დაურწმუნებლობაზე, არასრულფასოვნების განცდაზე. ზოგადად, ცდის პირი ბარათის ინტერპრეტაციას შემდეგნაირად ახდენს: მთელი, ნაწილი, ფონი, რაც გულისხმობს რეალობის ლოგიკურად და სისტემატურად აღქმას. თუ ასეთი ინტერპეტაცია ათივე ბარათისთვის ერთნაირია, ეს მეტყველებს აზროვნების სტერეოტიპულობაზე, რიგიდულობასა და ადაპტირებულობაზე. თუ თანმიმდევრობა ნარჩუნდება, მაგრამ იცვლება თავად ბარათის სტრუქტურიდან გამომდინარე, ესეც აღქმის თანმიმდევრულობაზე მიუთითებს. როდესაც თანმიმდევრობა ქაოსურია, ეს ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს, თუმცა იშვიათად ე.წ. შემოქმედებითი ტიპის ადამიანებსაც ახასიათებთ.

ფორმის აღქმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი მახასიათებელია იმისა, თუ როგორ ვახერხებთ სტრუქტურის აღქმასა და გაურკვეველი ხასიათის მასალის ორგანიზაციას. ფორმის კარგი აღქმა მიუთითებს პიროვნების კონსტრუქციულობაზე, საკუთარი აფექტების მართვის უნარზე, აგრეთვე მაღალ ინტელექტსა და რეალობასთან ადაპტაციის უნარზე. რაც უფრო კარგად აღიქვამს ინდივიდი ფორმას, მით უფრო მეტად აქვს მას უნარი ცხოვრებისეული პრობლემები ცივი გონებით გადაჭრას; განვითარებული აქვს ობიექტურობის გრძნობა და სიტუაციით გამოწვეული ემოციებით არ მსჯელობს. თუმცა როდესაც ძალიან დაბალია პასუხები მოძრაობისა და ფერის შესახებ, ფორმის აღქმა გადაჭარბებულ თვითკონტროლსა და სპონტანურობის უუნარობაზე მიუთითებს. ხოლო როდესაც მოძრაობისა და ფერის ფონზე მცირეა ფორმის აღქმა, ეს მეტყველებს არასაკმარის ინტელექტუალურ კონტროლსა და ზოგჯერ სუბიექტივიზმზე.

წყარო - "ვიკიპედია" ვრცლად იხილეთ აქ

1) ხშირი პასუხები - ღამურა პეპელა

 

2) ხშირი პასუხები - ორი ადამიანი, ოთხფეხა ცხოველი

3) ხშირი პასუხები - ორი ადამიანი (ნაცრისფერი)

4) ხშირი პასუხები - ცხოველის ტყავი, კანი, ნოხი

5) ხშირი პასუხები - ღამურა, პეპელა, ჩრჩილი

6) ხშირი პასუხები - ცხოველის ტყავი, კანი, ნოხი

7) ხშირი პასუხები - ადამიანის თავები და სახეები

8) ხშირი პასუხები - ადამიანის თავი

9) ხშირი პასუხები - ადამიანი (ნარინჯისფერი)

10) ხშირი პასუხები - კიბორჩხალა, ობობა



 

წყარო
კატეგორია: ტესტები | ნანახია: 114 | დაამატა: Admin | ტეგები: რორშახის მელნის ლაქების ტესტი - „მი | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar