6:00 PM
რომანოვების სიცოცხლის უკანასკნელი დღეები

ტახტს ჩამოცილებული ნიკოლაი II რომანოვი მთელი თავისი ძალებით ცდილობდა, რომ შეთანხმება მიეღწია დროებით მთავრობასთან, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის მოეპოვებინა განსაკუთრებული პირობები. თავდაპირველად იმპერატორის გაგზავნას არ აპირებდნენ ტობოლსკში…

ტახტს ჩამოცილებული ნიკოლაი II რომანოვი მთელი თავისი ძალებით ცდილობდა, რომ შეთანხმება მიეღწია დროებით მთავრობასთან, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის მოეპოვებინა განსაკუთრებული პირობები. თავდაპირველად იმპერატორის გაგზავნას არ აპირებდნენ ტობოლსკში, ამიტომაც იმპერატორს არ სურდა ძლიერი დაცვა და სურდა სეირნობა სამეფო სოფელში. ყველაზე მეტად ნიკოლაის სურდა, რომ მისი შვილები დარჩენილიყვნენ სახლში, რადგან ისინი დაავადნენ წითელათი, ამიტომაც ხანგრძლივი გასეირნება მათთვის არასასურველი იყო, ასევე იმპერატორს სურდა დიდ ბრიტანეთში გამგზავრების ნებართვა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წავიდა.

დაპატიმრება
დროებითი მთავრობა აპირებდა ყველა პირობის შესრულებას, მაგრამ 1917 წლის 8 მარტს გენერალმა მიხაილ ალექსეევმა შეატყობინა სამეფო ოჯახის უფროსს შესაძლო დაპატიმრების შესახებ. ამასთან ერთად ლონდონიდან მოვიდა ოფიციალური უწყება იმის შესახებ, რომ რომანოვების ოჯახს ბრიტანეთი არ მიიღებდა. 99 წლის წინ სამეფო ოჯახი დააპატიმრეს. 1917 წლის აგვისტოში დაიწყო რომანოვების 5 დღიანი მოგზაურობა შორეულ ციმბირში. 7 სულიან ოჯახს თან ახლდა 46 მოსამსახურე და ჯარისკაცები, 19 აგვისტოს რომანოვები ჩავიდნენ ტობოლსკში და დასახლდნენ გუბერნატორის სასახლეში. ოჯახი კარგად იკვებებოდა და ჰქონდა დასვენების შესაძლებლობაც. რომანოვები ხშირად მიდიოდნენ ქალაქის ეკლესიაში და ეს იყო მათი ერთადერთი შანსი, რომ დამტკბარიყვნენ თავისუფლებით. მაგრამ 1917 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკები და ამან დიდი გავლენა იქონია რომანოვების ცხოვრებაზე. ოჯახის ყველა წევრს აუკრძალეს ეკლესიაში სიარული და სასახლის ტერიტორიის დატოვება. ეტაპობრივად რომანოვების სასადილო ოთახიდან გაქრა ყავა, შაქარი, კარაქი და კრემი. ჯარისკაცები, რომლებიც თან ახლდნენ ოჯახს წერდნენ საცხოვრებლის კედლებზე შეუარცხმყოფელ ფრაზებს რომანოვების მისამართით და მათზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.


სულ უფრო და უფრო უარესდებოდა
1918 წლის აპრილში ტობოლსკში ჩავიდა კომისარი იაკოვლევი და ბრძანა ნიკოლაის ქალაქიდან გაყვანა. დედოფალს სურდა ქმრის გვერდით ყოფნა, მაგრამ იაკოვლევმა მას ამის უფლება არ მისცა. ამის გარდა იმპერატორის ვაჟი იტანჯებოდა ორივე ფეხის დამბლით(ჰემოფილიის გართულება), ამიტომაც ოჯახი იმედოვნებდა, რომ ბიჭს დატოვებდნენ ტობოლსკში, ხოლო მთელი მათი ოჯახი დროებით განაწილდებოდა სხვადასხვა ქალაქებში და მალე კვლავ გაერთიანდებოდნენ. ნიკოლაი, მისი ცოლი ალექსანდრა და ქალიშვილი მარია ჩაჯდნენ მატარებელში, რომელიც მიემართებოდა მოსკოვში ეკატერინბურგის გავლით. გზაში კომისარი იაკოვლევი დააპატიმრეს რომანოვების ოჯახის გადარჩენის მცდელობისთვის, ხოლო თვითონ ოჯახი გაგზავნეს ეკატერინბურგში. აქედან დაიწყო მონარქთა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები.


დახვრეტა
ოჯახი ჩაკეტეს იპატიევების სახლის მეორე სართულზე. საცხოვრებელი სახლს გარშემო იცავდნენ ჯარისკაცები, ხოლო ფანჯრები წინასწარ ამოჭედეს, რომ რომანოვებს არ ქონოდათ კავშირი გარე სამყაროსთან. დღეში ერთხელ სამეფო ოჯახს შეეძლო სუფთა ჰაერზე გავლა მხოლოდ 5 წუთით. 1918 წლის ივლისიდან ბოლშევიკებმა დაიწყეს რომანოვების სიკვდილით დასჯის მეთოდური მზადება. რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც ოჯახს იცავდნენ ჩაანაცვლეს ჩეკისტებით. რომანოვების დახვრეტამდე ერთი დღით ადრე მათ მისცეს ეკლესიაში წასვლის უფლება. 16 ივლის იპატიევების ოჯახთან მივიდა 5 სატვირთო მანქანა ბენზინით და მჟავით. ეს ნივთიერებები უმალვე დაწვავდნენ სხეულებს. 17 ივლისის დილას რომანოვები მოტყუებით ჩაიყვანეს სარდაფში(უთხრეს, რომ უნდა დამალულიყვნენ თეთრ არმიას). რუსულმა სამეფო ოჯახმა ამაში ცუდი ვერაფერი იეჭვა, მაშინაც კი როდესაც დაინახა საცხოვრებელ სახლთან დიდი რაოდენობის სატვირთო მანქანები. სარდაფში ნიკოლაის უთხრეს, რომ მას სიკვდილით დასჯიდნენ, მაგრამ იმპერატორმა ნათქვამი ვერ დაიჯერა. მომდევნო წამში გაისმა გასროლის ხმა – ჩეკისმა იაკობ იუროვსკიმ ესროლა ნიკოლაის ტყვია, მაგრამ პირველი მცდელობით ვერ მოახერხა მისი მოკვლა, ხოლო მეორე ნასროლმა ტყვიამ კი ნიკოლაი სიცოცხლეს გამოასალმა. კიდევ 11 ჩეკისტმა გაისროლა იარაღიდან ტყვია და სამეფო ოჯახის ყველა წევრი გარდაიცვალა. მომდევნო დღეს მათი სხეულები დაწვეს სოფელ კოპტიაკში, რომელიც მდებარეობს 19 კილომეტრის მოშორებით ეკატერინბურგიდან.





წყარო

კატეგორია: მსოფლიო | ნანახია: 110 | დაამატა: Admin | ტეგები: romanovebis dinastia, romanovebis sicocxlis ukanaskneli d, რომანოვების სიცოცხლის უკანასკნელი დ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar