2:52 PM
რას არ პატიობენ ზოდიაქოს ნიშნები?

არის ისეთი რაღაცები, რასაც ეს ადამიანები არ მოითმენენ და არც პატიობენ, რადგან მათ ის, უბრალოდ, არ ესმით! ამიტომ გაითვალისწინეთ...

 

ვერძი

ვერძი არასდროს არ პატიობს ქედმაღლობასა და ღალატს. მათთან ურთიერთობისას ამ ორ რამეს უნდა ვერიდოთ. ვერძი აღარასოდეს ენდობა ისეთ ადამიანს, რომელსაც ღალატს შეამჩნევს და არასდროს არ იქნება კეთილი ქედმაღლის მიმართ.

 

კურო

კურო არავის პატიობს საკუთრების წართმევას და დამსახურებების მითვისებას. ზოდიაქოს ეს ნიშანი საკუთარ კეთილდღეობას ძლიერ უფრთხილდება და არ უყვარს, როცა მის შრომას ვინმე ითვისებს. ამიტომ ნუ ეცდებით კუროს ქონების ხელში ჩაგდებას.

 

ტყუპები

ტყუპები სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისა და თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვას ვერ მოითმენს. ზედმეტი კონტროლი და ეჭვიანობა მას ძლიერ აფრთხობს. ტყუპების ცხოვრებაში ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და არ ღირს მისი ამ უფლების შეზღუდვა.

 

კირჩხიბი

კირჩხიბს ძალიან ფაქიზი სული აქვს და ამიტომაც ძლიერ ემოციურია. ისინი ვერ იტანენ დაცინვას და უპატივცემულობას. კირჩხიბი ამგვარ შემთხვევაში თავის თავში იკეტება და უზრდელ ადამიანებს გაურბის.

 

ლომი

ლომი საკუთარი პერსონის მიმართ კრიტიკასა და უპატივცემულობას არ მოითმენს. ამას გარდა, ისინი ადვილად არჩევენ ჭეშმარიტ ქებასა და ლიქნას. ლომი არ გაეკარება ისეთ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც უხეშად შეეხება მის თავმოყვარეობასა და სიამაყეს.

 

ქალწული

ქალწულს, გინდა ცხოვრებაში და გინდა სულიერ სამყაროში, ქაოსი და ნგრევა არ უყვარს. არეულობის მომწყობს ის არასდროს აპატიებს. სხვა ადამიანებმა პატივი უნდა სცენ იმ წესრიგსა და ჰარმონიას, რომელსაც ქალწული ქმნის.

 

სასწორი

სასწორს თავის გარშემო სილამაზე და ჰარმონია მოსწონს. ის ვერ იტანს უგემოვნობის გამოხატვას და არც პატიობს მას. ამას გარდა, ის არასდროს არ პატიობს კონფლიქტისა და ბოროტების მოყვარულებს. სასწორები მიისწრაფვიან სიმშვიდისკენ და ცდილობენ, ეს სამყარო უკეთესი გახადონ. ვინც კი სასწორებს ამ საქმეში ხელს შეუშლის, ის მათი მტერი ხდება.

 

მორიელი

მორიელს ჭორები და ინტრიგები ეჯავრება. ის ადვილად ცნობს სიცრუესა და ტყუილს და მსგავს გამოხდომებს არ პატიობს. ის გარემოცვისგან გულწრფელობას ითხოვს, ვინაიდან საიდუმლოებები და ღალატი მასში ზიზღს აღძრავს.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ძვირს აფასებს და ამიტომაც არანაირად არ მოითმენს რაიმე შეზღუდვასა და ჩარჩოებს. ჯობს, მას გზაზე ნუ გადაუდგებით, თორემ ადვილად მოგიშორებთ სხვა ხელის შემშლელ გარემოებებთან ერთად.

 

თხის რქა

თხის რქა ბევრს მოითმენს, მაგრამ არა მის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენას. ზოდიაქოს ამ ნიშანს დიდი შინაგანი ძალა და სიბრძნე აქვს. მასთან ურთიერთობისას სუბორდინაციისა და ზრდილობის დაცვაა საჭირო. ფამილარობას თხის რქა ვერ მოითმენს.

 

მერწყული

მერწყულს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობის შენარჩუნება სურს. ზოდიაქოს ამ ნიშანს არ მოსწონს პირობითობა და თავისი არჩევანის მიმართ კრიტიკის მოსმენა არ უყვარს. ის, ასევე, ვერ იტანს ჩხუბისა და აყალმაყალის მოყვარულ ადამიანებს. ის არაადეკვატური პირებისგან თავს შორს იჭერს.

 

თევზები

თევზები კრიტიკას ავადმყოფურად განიცდიან და არასდროს მოითმენენ მათი მისამართით სისასტიკესა და უსამართლობას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები რბილი და დამყოლი ადამიანის შეხედულებას ქმნიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ მათი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 144 | დაამატა: Admin | ტეგები: რას არ პატიობენ ზოდიაქოს ნიშნები? | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar