10:46 PM
რა დაინახეთ პირველად?

შეხედეთ სურათს და გაიგეთ, რა არის თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში.

 

1. ხე

თუ პირველად ხე დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ გონებასა და ლოგიკას. თქვენ ლიდერის თვისებები გაქვთ, შეგიძლიათ ორგანიზატორობა და ადამიანების მართვა. ეს თვისებები გეხმარებათ რთული პრობლემების გადაჭრასა და წინააღმდეგობების დაძლევაში.

ოღონდ ეგაა, გადამეტებულმა რეალიზმმა შესაძლოა, ხელიც შეგიშალოთ, რადგან თქვენი ოცნებები და მიზნები ბევრად ამბიციური და რთული უნდა იყოს. მარტივ ამოცანებს ადვილად ართმევთ თავს და დუნდებით.

 

2. გორილა

თუ პირველად გორილა დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მომთხოვნი ბრძანდებით როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ვერ იტანთ დროის ფუჭად, უმიზნოდ კარგვას და ამის გამო ახალ-ახალ მიზნებს უსახავთ საკუთარ თავს, რათა ახალი ცოდნა და გამოცდილება შეიძინოთ.

არც საინტერესო იდეების ნაკლებობას უჩივით და ისეთი გზების გამოძებნა მოგწონთ, რომლებიც სხვებისთვის არცთუ ისე გასაგებია. უპირობოდ ენდობით საკუთარ აზრსა და გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ ღირს, ის სხვებსაც მოახვიოთ თავზე. ყველა ადამიანს ხომ საკუთარი აზრი აქვს, პატივისცემა კი ძირითადი პრინციპია ნებისმიერ ურთიერთობაში.

 

3. ლომი

ინსტინქტებს მიჰყვებით და საკმაოდ ხშირად ახდენთ მათ დემონსტრირებას გარშემომყოფთა შორის. ეს ცოტა „ველურად“ წარმოგაჩენთ და საფუძველს გიქმნით, ისე დაუშაოთ ადამიანებს რამე, რომ ვერც კი მიხვდეთ.

მეორე მხრივ, თქვენი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ქებას იმსახურებს, შრომისმოყვარეობა კი ის იარაღია, რომლითაც შეგიძლიათ, დაამტკიცოთ, რამდენად ღირებული ხართ. ყოველთვის კონცენტრირდებით თქვენს მიზნებზე და მათზე უარს არანაირ გარემოებაში არ ამბობთ. ისევე როგორც ლომი, თქვენც ნადირობთ თქვენს ოცნებაზე და არ აძლევთ საშუალებას, ხელიდან გაგისხლტდეთ.

 

4. თევზები

თუკი პირველად თევზები დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღით ცხოვრობთ და მას ოპტიმისტურად უყურებთ - შესაძლოა, იმ მომენტამდე, სანამ ვინმე არ გიღალატებთ ან მოგატყუებთ. ცდილობთ, თვიდან აიცილოთ სიძულვილი და გარშემომყოფები თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად მიიღოთ.

ფრთხილად: მატერიალურმა სამყარომ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შეიძლება პრობლემები და გაუგებრობები მოგიტანოთ. გარშემომყოფებს მხოლოდ თქვენს სიკეთესა და ყველაფრისთვის მზადყოფნას ნუ დაანახვებთ. ეცადეთ, საკუთარი ინტერესები და პრიორიტეტებიც გაითვალისწინოთ.



წყარო
კატეგორია: ტესტები | ნანახია: 217 | დაამატა: Admin | ტეგები: რა დაინახეთ პირველად? | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar