3:23 PM
ფსიქოლოგიური ტესტი თქვენს მიზნებსა და რესურსებში გასარკვევად

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ვიცით, რა გვსურს და ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად… ვფიქრობთ, რომ გარკვეული ვართ საკუთარ რესურსებში, მაგრამ ვცდებით. რეალური პასუხები ჩვენს ქვეცნობიერში დევს და მისი ამოტანა ხშირ შემთხვევაში ცნობიერ დონეზე მხოლოდ ფსიქოლოგების დახმარებით არის შესაძლებელი. ვინც ფსიქოლოგთან ვიზიტს ვერ ახერხებს, მათთვის არსებობს ამ ფორმის ფსიქოლოგიური ტესტები.

ინსტრუქცია: 

დააკვირდით ფოტოს. ალბათ ხვდებით. ეს ოკეანისქვეშეთის პეიზაჟის დაწყებული ნახატია. თუკი ამობეჭდავთ და ფანქრით დაასრულებთ, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ, კარგად დააკვირდით, თვალები დახუჭეთ და გონებაში საკუთარი ფანტაზიით შეავსეთ.

შეავსეთ სურათი დეტალებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიკვრს, რომელიც ზღვის ფსკერზეა დაძირული – იგი ღიაა, მაგრამ ცარიელი. შეავსეთ იგი თქვენი გემოვნებით. დაიმახსოვრეთ დასრულებული სურათის დეტალები და შემდეგ ნახეთ პასუხები.

თუკი პასუხებს წინასწარ ნახავთ, ტესტი ჩაიშლება.

მაშ, ასე დაასრულეთ ნახატი და გაიგეთ თქვენი ქვეცნობიერი მიზნები და რესურსები, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად გჭირდებათ!

 

 

გაითვალისწინეთ, მიღებული პასუხები დასაფიქრებლად არის და ზედმეტად სერიოზულად ნუ მიიღებთ. ცხოვრებისეულ მიზნებსა და საკუთარ პოტენციალში გასარკვევად უფრო პროფესიონალური მეთოდებიც არსებობს.

 

 

 

 

პასუხები:

 

ტესტის მონაწილეები ხშირად ფიქრობენ, რომ მიზნები ის არის რასაც სკივრში ათავსებენ, მაგრამ ცდებიან. ეს რესურსია, რომელიც მიზნების მისაღწევად გჭირდებათ.

თუმცა დავიწყოთ ფსკერით:

თუკი თევზები და სხვა წყალქვეშა ცოცხალი არსებები ჩაამატეთ, ეს ნიშნავს რომ თქვენი მიზანი მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. თქვენს ოცნებებში სხვებსაც მოიაზრებთ- შეიძლება ეს იყოს პარტნიორული ურთიერთობა, ძლიერი ოჯახი, ახალი მეგობრები, კარგი წრე… თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მხარში გიდგანან და ზურგს გიმაგრებენ ახლობლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები.

თუკი წყალმცენარეებით გაამდიდრეთ სურათი, მაშინ თქვენი მიზანი სულიერ სფეროს ეხება. თქვენთვის უმთავრესი ღირებულება სულიერი ზრდა, პიროვნული განვითარებაა. თქვენ სწავლა გსურთ, რაღაც ახლის გაგება, ამ სამყაროში გარკვევა, ცნობიერების ამაღლება, შემეცნება. თქვენთვის უმთავრესი ღირებულება – სულიერებაა, ამ სფეროში საკუთარი თავის სრულყოფა.

თუკი ფსკერი ქვებით მოკირწყლეთ, მაშინ თქვენი მიზანი მატერიალური ხასიათისაა. შეიძლება ამ ეტაპზე რამის ყიდვას გეგმავთ. თქვენი სურვილების დაკმაყოფილება ამ ეტაპზე მხოლოდ რაღაც კონკრეტული, მატერიალური ფორმის მქონე საგნებითაა შესაძლებელი.

თუკი გემი დახატეთ, ნავი, ან მოცურავე ადამიანი (ან მათი დეტალები, მაგალითად სათვალე, ღუზა და ა.შ)  მოგზაურობაზე ოცნებობთ, ახალი ჰორიზონტების გახსნაზე, სხვადასხვა კულტურებთან ზიარებაზე, ახალ შთაბეჭდილებებზე.

სკივრი – როგორც ზემოთ ვთქვით, ეს თქვენი რესურსებია. ის, რასაც თავად მოიაზრებთ საჭიროდ თქვენი მიზნების მისაღწევად.

თუკი სკივრი სულ ფულით აავსეთ – თქვენ ფიქრობთ, რომ ერთადერთი რამ, რაც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით ფინანსური საკითხია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ოცნებების ასრულება ფულითაა შესაძლებელი.

თუკი ამ ფულებს ძვირფასი თვლებიც ურევია მაშინ თქვენ ჯერ არ ხართ ჩამოყალიბებული იმაში, თუ რამდენი ფული გჭირდებათ და შესაძლოა არც კი გიცდიათ დაანგარიშება.

თუკი სკივრი ძვირფასეულობით აავსეთ და თან თითოეული მათგანი დიდის ამბით გამოიყვანეთ, მაშინ თავდაჯერება გაკლიათ და მიზნის მისაღწევად ცოტა უფრო გადამწყვეტი და თამამი მოქმედება გჭირდებათ, მეტი არაფერი.

თუკი სკივრი ჩონჩხით, ძვლებით ან რამე ხარახურით გაავსეთ, ცოტა დრო გჭირდებათ იმისთვის რომ აქამდე განცდილ იმედგაცრუებას გაუმკლავდეთ და თავი ხელში აიყვანოთ. გავა დრო და მიხვდებით, რომ ნებისმიერი რამ რაც გვემართება, თუნდაც ცუდი, მხოლოდ გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ გვასწავლის და გვაძლიერებს.

კატეგორია: ტესტები | ნანახია: 63 | დაამატა: Admin | ტეგები: ფსიქოლოგიური ტესტი თქვენს მიზნებსა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar