3:12 PM
ფსიქოლოგიური ტესტი – როგორ შევიტყოთ საკუთარ თავზე სიმართლე?

თითქმის ყველა თქვენგანი დარწმუნებულია, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი იცის. მაგრამ, ეს მართლა ასეა ,თუ არა?

მე გთავაზობთ, ძალიან მარტივ და გასართობ ტესტს. შესაძლოა, მისმა შედეგმა ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი გააოცოს.

,, საკუთარი თავის შეცნობით, სამყაროსაც შეიცნობ” — ათასწლეულების წინ ეს წარწერა ძველბერძნულ აპოლონის ტაძარს ამშვენებდა. 1890 წელს კი, ის ისტორიაში პირველი ფსიქოლოგიური ტესტის პუბლიკაციის ეპიგრაფი გახდა. სტატიას ,, გონებრივი ტესტები და საზომები” ეწოდებოდა და დაიბეჭდა ბრიტანულ ჟურნალ Mind (,,გონება)- ში.  იმ დროიდან მოყოლებული, ხალხის მასებში აალებული ინტერესი ფსიქოლოგიური ტესტებისადმი არ ქრება .

ყველაზე აპლიკაციურ და სახალისო ტესტებად ე.წ. პროექციული ტესტები ითვლება. ეს, ის სავარჯიშოებია, რომლებშიც ადამიანი გადატანას (პროექციას) უკეთებს საკუთარ გრძნობებს, ემოციებსა და მოქმედებათა მოდელს, რაიმე ობიექტსა თუ გამოსახულებებზე. ამის შემდგომ კი, დამოუკიდებლად თუ სპეციალისტის დახმარებით, ხსნის მას. პროექციული ტესტების მოფიქრება და მოდად ქცევა ამერიკელი ფსიქოლოგის ლოირენს ფრანკის დამსახურებაა (1939 წ.)

ერთი შეხედვით მათი არასერიოზულობისა და უბრალოების მიუხედავად, ამგვარი ტესტები იმაზე ნაკლებ შედეგს არ იძლევიან, ვიდრე ყველაზე გაწონასწორებული დიაგნოსტიკური საკითხავები.

ამრიგად, მე ცოტაოდენი გართობისთვის მეთოდს გთავაზობთ, სამაგიეროდ, თქვენ, საკუთარ თავზე რაიმე ახალს შეიტყობთ. მთავარი პირობა — თავდაპირველად მოცემული დავალება ბოლომდე დაასრულეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხეთ, რა გამოგივიდათ.

animale_mini,, სამყაროსთვის უცნობი ცხოველი”

ეს ტესტი მოიფიქრა და საკუთარ პრაქტიკაში იყენებდა ცნობილი ამერიკელი ფსიქოთერაპევტი, ალბერტ ელისი, რომელსაც უყვარდა იმის გამეორება, რომ ,,თქვენ ბედნიერები მხოლოდ მაშინ იქნებით, როცა საკუთარ პრობლემებში დედის, ეკოლოგიის ან პრეზიდენტის დადანაშაულებას შეწყვეტთ და მიხვდებით, რომ ისინი იმის სრული ანარეკლნი არაიან, რაც თქვენ თავად ხართ. ”

 

დავალება

ვერტიკალურად მოთავსებული სუფთა ფურცელზე დახატეთ არარსებული ცხოველი. არც კატა, არც თევზი და არც პატარა სპილო, არამედ ის, რაც ლეონიდ ფილატოვის სიტყვებით რომ ვთქვათ ,,არ შეიძლება, რომ არსებობდეს”.  ღმერთის ნებას მიჰყევით. ოპტიმალური დრო დავალების შესასრულებლად – რამოდენიმე წუთია.

რა გამოვიდა?

პირველი რაც ყურადღების მიქცევად ღირს —ფურცელზე, კონკრეტულად სად მდებარეობს თქვენი ცხოველი. თუ ის ზუსტად ცენტრშია — თქვენ ადეკვატური თვითშეფასება გაქვთ. თუ ნახატს ფურცლის ზედა ნაწილი უჭირავს — თქვენი თვითშეფასება იმატებს (ეს მით უფრო მეტად იკვეთება, რაც უფრო ახლოსაა ის კუთხესთან), ხოლო თუ ქვედა — შესაბამისად კლებულობს.

თუ ცხოველის თავი მარცხნივაა შებრუნებული, ეს რეფლექსიებისა და მძიმე აზრებისკენ მიდრეკილების ტენდენციაზე მეტყველებს. მარჯვნივ — აქტიურობასა და განსჯისუნარიანობაზე, დაჟინებულობასა და მიზანსწრაფულობაზე. ხოლო თუ ცხოველის ცხვირ-პირი ანფასშია — ეს ეგოცენტრიზმისკენ მიდრეკილობაზე ლაპარაკობს.

თუ თქვენ თქვენი ,,ცხოველუკა”  ყურებით დააჯილდოვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის მიღებით ხართ დაინტერესებული, ცნობისმოყვარე ხართ და ცოცხალი გონების პატრონი.

შემდეგ — პირი. გახსნილი პირი გადმოგდებული ენით იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ბევრს ლაპარაკობთ და ხშირად გამოთქმების შერჩევისას თავშეუკავებელი ხარ. თუ პირი გახსნილია და დაშტრიხული (ასე ხშირად ბავშვები ხატავენ) — თქვენს ცხოვრებაში ბოლო ადგილას ნამდვილად არ დგას გარშემომყოფებისადმი შიში და უნდობლობა.

პირი ეშვებით (კბილებით და ა.შ.) — როგორც წესი, აგრესიულობის ნიშანია. მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი — თვალებია. ხშირად მათი ასოცირებაც შიშთან ხდება — რაც უფრო დიდია ისინი და კარგად გამოკვეთილი მით უფრო დიდ ზეწოლას ახდენენ თქვენზე შიში და განგაში.

ამასთან გრძელი და ფუმფულა წამწამები იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენ აღფრთოვანების და კეთილგანწყობის საჭიროებას გრძნობთ თქვენი მისამართით და როგორც ჩანს დიდი ყურადღებას აქცევთ საკუთარ გარეგობას. ამაზევე საუბრობს ბუმბულის წარმომავლობაც, ნახატზე.
რქები — ღია აგრესიის ნიშანია, განსაკუთრებით სხვა მტაცებლურ ატრიბურიკასთან შერწყმისას, როგორიცაა — ბრჭყალები, ეკლები, ჯაგარი. აი, საფარველის ტიპი, ნიჟარა და ა.შ. იმაზე მიუთითებს თუ რამდენად მგრძნობიარე ხართ და რამდენად საჭიროებთ დაცვას.

საბოლოო როლს ცხოველის პოსტამენტი თამაშობს. თუ თქვენ მას დიდი ძლიერი თათები დაუხატეთ, ე.ი თქვენ საფუძვლიანობა, ფიქრი, რაციონალიზმზე დაყრდნობილი განსჯა და დასკვნები გახასიათებთ.

სუსტი კიდურები, ან მათი არ ქონა იმაზე მეტყველებს რომ თქვენ ჭკუასუსტი ნატურა გაქვთ, თქვენი დასკვნები ზედაპირულია და ხშირად სპეკულატიური.

მნიშვნელოვანი მომენტი — ის, თუ როგორ არის შეერთებული კიდურები სხეულთან. თუ გულდასმით და აკურატულად — ე.ი. თქვენ ყოველთვის აკონტროლებთ თქვენს გამოთქმებს და პასუხისმგებლობებს იღებთ თქვენს გადაწყვეტილებებზე . თუ არც ისე — შესაძლოა თქვენ სპონტანურად და დაუფიქრებლად მოქმედებთ, რაზეც მერე ნანობთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი — ცხოველის სხეულის ნაწილები, რომლებიც კორპუსის თავზეა განლაგებული (ფრთები, დამატებითი ფეხები ან საცეცები, ულვაშები და ა.შ. ). რაც უფრო მეტი და თვალშისაცემია ისინი — მით მეტია თქვენი დამოკიდებულება სიციალურ აღიარებაზე. ანუ, თქვენ გჭირდებათ არა მხოლოდ სცენა, არამედ მაყურებელიც.

ასევე ნახატის  მიხედვით შეიძლება იმაზე მსჯელობა, რამდენად ძლიერი ენერგეტიკის მფლობელი ხართ. რაც უფრო გულდასმითაა შესრულებული თქვენი ცხოველი ( განსაკუთრებით, თუ მისი დეტალები არა მხოლოდ კონტურის გარეთ, არამედ მის შიგნითაცაა დამუშავებული) მით უფრო აქტიურია თქვენი ენერგია. ხოლო თუ გამოსახულება სქემატური და პრიმიტიულია, ეს ხშირად ენერგიის ნაკლებობითა და ზედმეტი ძალების დახარჯვის სურვილი არ ქონით იხსნება.

კატეგორია: ტესტები | ნანახია: 108 | დაამატა: Admin | ტეგები: ფსიქოლოგიური ტესტი – როგორ შევიტყოთ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar