11:32 AM
მარტივი ვიზუალური ტესტი, რომელიც ადამიანის ყველაზე იდუმალ მხარეს შიფრავს - რას ხედავთ სურათზე?

ამ ერთ კითხვაზე თქვენს პასუხს თქვენი ყველაზე იდუმალი მხარის გაშიფვრა შეუძლია.

ამ კითხვაზე თქვენს პასუხს თქვენი ყველაზე იდუმალი მხარის გაშიფვრა შეუძლია. 

დახედეთ ზემოთ მოცემულ სურათს და თქვით, რა დაინახეთ პირველ რიგში: 
ხეები, 
ფესვები, 
ტუჩები.


თუ დაინახეთ ხეები

თუ პირველ რიგში ხეები შენიშნეთ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ექსტრავერტი ხართ. თავაზიანი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ საკუთარი თავის დაცვა შეგიძლიათ. 
სხვა ადამიანების აზრს დიდ ყურადღებას აქცევთ. გაღელვებთ, თუ რას ფიქრობენ ისინი თქვენზე. 

მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამეგობრო წრე გყავთ, რეალურად მხოლოდ რამდენიმე მათგანია გულწრფელი და ერთგული.
გარეგნულად რბილი და ნაზი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუმცა სინამდვილეში ბუნებით ძლიერი პიროვნება ხართ. გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანიც ბრძანდებით და ნამდვილ ემოციებს ნაკლებად ანახებთ ადამიანებს. 


თუ დაინახეთ ფესვები 

თუ პირველი, რაც თვალში გეცათ, ეს ფესვებია, მაშინ ინტროვერტი ხართ. გჩვევიათ საკუთარი შეცდდომების აღიარება და მარტივად იღებთ კონსტრუქციულ კრიტიკას. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში უფრო ჭკვიანური ნაბიჯები გადადგათ. ანუ შეიცვალოთ უკეთესობისკენ.

ისინი, პირველადვინც პირველად გხედავენ, ფიქრობენ, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული ტალანტი არ გააჩნია. მაგრამ ეს შეხედულება აუცილებლად იცვლება, როცა ახლოს გაგიცნობენ. ამის შემდეგ ისინი ხვდებიან, რომ საქმე მეტად გონიერ და მცოდნე ადამიანთან აქვთ. 

გარდა ამისა, როცა რაიმეს მიღწევა გსურთ, შესაშურ დისციპლინირებულობასა და სიბეჯითეს იჩენთ. გაქვთ მორალი და პრინციპები, რომელთაც ცხოვრებისეულ სახელმძღვანელოდ იყენებთ. სწორედ ეს გხდით იმგვარ ადამიანად, რომელმაც იცის, რა უნდა და რომელიც აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.  

დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ხართ. ცდილობთ გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები და მიგაჩნიათ, რომ საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობა არასდროსაა გვიან.  
და მაინც, ხანდახან დაბალი თვითშეფასება გაწუხებთ, მიუხედავად იმისა, რომ ნათელი გონება გაქვთ და კიდევ... სიჯიუტეც. 


თუ დაინახეთ ტუჩები 


 

თუ პირველ რიგში ტუჩები შენიშნეთ, ესე იგი, უბრალო და მშვიდი ადამიანი ხართ. აი ისეთი, ჩვეულებრივ ცხოვრებას რომ ამჯობინებს. გახასიათებთ მოქნილი აზროვნება და ყოველთვის დინებას მიჰყვებით. 

მეტად გონიერი ბრძანდებით და ყოველთვის კეთილი ზრახვები გამოძრავებთ. შესაძლოა ვიღაცას სუსტ და არაბრძოლისუნარიან ადამიანად ეჩენებოდეთ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის.  სინამდვილეში თქვენ შეგწევთ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის ძალა და უნარი.  

ცდილობთ არ გაართულოთ ურთიერთობები ადამიანებთან და იყოთ პატიოსანი მათ მიმართ. ამიტომაც გეკითხებიან ჭკუას ხშირად, ამიტომაც ფიქრობენ, რომ თქვენგან მიღებულ რჩევას შეიძლება ენდოს ადამიანი.

კატეგორია: ტესტები | ნანახია: 51 | დაამატა: Admin | ტეგები: მარტივი ვიზუალური ტესტი, რომელიც ადამიანის ყველაზე იდუმალ მხ | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar