5:01 PM
ქათმის რულეტი ყველით

ყველა მხრიდან დაბრაწული ქათმის ნაზი ფილე, შიგნით ჩამდნარი ყველით, ვიზუალურადაც იმდენად მადისაღმძვრელია და გემოთიც ისეთი გემრიელი, რომ სუფრიდან თვალის დახამხამებაში ქრება.

 

ინგრედიენტები:

 

ქათმის ფილე - 250 გრ
მაგარი ყველი - 100-150 გრ
ქათმის ბულიონი - 250 მლ
არაჟანი - 2 ს/კ
პურის ფქვილი - 1 ს/კ
ნაღების კარაქი - 20 გრ
მზესუმზირის ზეთი - 2 ს/კ
კამა - ნახევარი კონა
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

 

მომზადების წესი:

 

1. ქათმის ფილე გავრეცხოთ და დავაცადოთ გაშრობა. ორივე ნახევარი გავჭრათ 3-4 ნაწილად და დავბეგვოთ ორივე მხრიდან, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

 

 

2. გავრეცხოთ და დავჭრათ მწვანილი, ყველი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. დაბეგვილ ფილეს მოვაყაროთ მწვანილი და დავადოთ ყველი, გადავახვიოთ და კბილის საჩხრეკი ჩხირით დავამაგროთ.

 

 

3. რულეტი შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან ზეთსა და კარაქში ერთდროულად. დავასხათ ბულიონი და ადუღების შემდეგ ვთუშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.

 

 

4. გადმოვასხათ 2-6 ს/კ ბულიონი, დავაცადოთ გაცივება და ავურიოთ მასში პურის ფქვილი. ეს მასა გადავიტანოთ ტაფაზე, დავამატოთ არაჟანი, ავურიოთ და დავტოვოთ ცეცხლზე სოუსის გასქელებამდე. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

 

გემრიელად მიირთვით!


 

წყარო
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 77 | დაამატა: Admin | ტეგები: http://funtime.ge/img/1500/uploaded | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar