11:32 AM
ამ მარტივი ტესტით შეიტყობთ, რამდენად ჯანმრთლი ხართ და რამდენ ხანს იცოცხლებთ

თურმე, სულ მარტივად შეიძლება, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეტყობა და ისიც, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი. ეს ტესტი ბრაზილიელმა ექიმებმა შეადგინეს, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოხუცებს, უძნელდებათ ჩვეულებრივი მოძრაობების გაკეთება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოქნილობისა და ბალანსის ნაკლებობასთან, ასევე, კუნთების პრობლემასთან.

ერთ კვლევაში, რომელიც ევროპის კარდიოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა, ამ ტესტით, დაახლოებით, 2000 ადამიანი შეამოწმეს, მათი საშუალო ასაკი იყო: 51-დან 80 წლამდე. იმ ადამიანებს, რომლებმაც 8 ქულაზე ნაკლები დააგროვეს, უწინასწარმეტყველეს, რომ 6 წელიწადში სიკვდილის უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მაღალი შედეგი მიიღო.

ტესტის ჩატარების წესი:

1. გაიხადეთ ფეხსაცმელები და დაჯექით რბილ ფარდაგზე;

2. არ დაეყრდნოთ და შეეხოთ არაფერს. ისეთი პოზიცია მიიღეთ, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები;

3. ამავე პოზაში ადექით.

ეს ტესტი 5-ქულიანია. თუ ხელების გამოყენების გარეშე ზიხართ, თქვენს თავს 5 ქულა დაუწერეთ. თუ ხელების დახმარების გარეშე ადგებით, კიდევ 5 ქულა გემატებათ. თუ ორივე შემთხვევაში გამოიყენეთ ხელები, 1 ქულა გამოაკელით.

თუ 8 ქულაზე მეტს დააგროვებთ, ეს ძალიან კარგია, ხოლო თუ 8 ქულაზე ნაკლები მიიღეთ, შედეგი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს.



aww.ge

კატეგორია: ჯანმრთელობა | ნანახია: 67 | დაამატა: Admin | ტეგები: რამდენად ჯანმრთლი ხართ და რამდენ ხა, ამ მარტივი ტესტით შეიტყობთ | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar