3:12 PM
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით, მაგრამ თავის შეკავება თუ მოახერხეთ, სერიოზული არაფერი მოხდება. ვარსკვლავები გირჩევენ ექსპერიმენტებზე უარი თქვათ და ძველი, კარგად გამოცდილი მეთპდებით იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა.

 

კურო

სერიოზული პრობლემების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა. ახალი საქმის წამოწყება ახალი წლისთვის გადადეთ და ეცადეთ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. კარგი იქნება თუ საბუთებს მოაწესრიგებთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში რომანტიკული შეხვედრა გელით.

 

ტყუპები

საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ძალიან დაგაზარალებთ. ეცადეთ თქვენი მოსაზრებები ახლობელ ადამიანებს თავზე არ მოახვიოთ - შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. სერიოზული პრობლემების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ სახლი კარგად დაალაგოთ ამ დღეს სიმშვიდეს მხოლოდ მყუდრო, ოჯახურ გარემოში ნახავთ. ბავვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ - ეს მათ ახლა ძალიან ჭირდებათ.

 

კირჩხიბი

თქვენი აქტიურობა მცირდება. იწყება მნიშვნელოვანი პერიოდი და ძალიან თუ მ0ინდომებთ წლის ბოლო შესანიშნავი შედეგებით გაგახარებთ.

 

ლომი

შეუფერებელი დროა ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის. მსგავსი ამბები მომავალი წლისთვის გადადეთ და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. თუ სიტუაციის რეალურად შეფასებას შეძლებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ.

 

ქალწული

ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით, თუმცა წინდახედულებას და თავშეკავებას თუ გამოიჩენთ, ყველაფერი მალე მოგვარდება. შეუფერებელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. გირჩევთ დოკუმენტები მოაწესრიგოთ. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული შეხვედრა გელით.

 

სასწორი

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება/ მოსალოდნელია დაღლილობა და დეპრესია. გირჩევთ მოკავშირეები მოძებნოთ და საკუთარი ძალები გონუვრულად გაანაწილოთ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

 

მორიელი

დაგროვილ საქმეებს წარმატებით გაუმკლავდებით, თუმცა ძალიან დაიღლებით და თქვენი აქტიურობა შემცირდება. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც შემთხვევამ თქვენი ავტორიტეტი ევქვეშ დააყენოს. სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.

 

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა სერიოზული პრობლემების მოგვარებისას და ახალი საქმის დაწყებისთვის. კარგი იქნება თუ მთელ დღეს სახლში გაატარებთ. ამ დღეს ბედნიერებას მხოლოდ ოჯახური სიმშვიდე მოგანიჭებთ.

 

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა სეირნობისა და მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენს მომავალზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ერიდეთ უცნობ ადამიანებთან დაპირისპირებას ან ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს. იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ ზოგჯერ გამარჯვება ძალიან ძვირი გვიჯდება.

 

მერწყული

ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს ნებისმიერი საქმის წარმატებით დასრულება შეგიძლიათ, თუმცა წლის ბოლოს ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება კოლექტიური საქმიანობა. მოსალოდნელია საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან სასიამოვნო სიახლე.

 

თევზები

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. გირჩევთ მტელი დღე ოჯახს და ბავშვებს დაუთმოთ. შეგიძლიათ საკუთარი თავი ძვირადღირებული და ლამაზი ნივთების შეძენით გაანებივროთ. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ.

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 72 | დაამატა: Admin | ტეგები: 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar