4:22 PM
20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. დაუფიქრებელი დაპირებების გაცემამ შესაძლოა, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგიქმნათ. მივლინება ან საქმიანი ვიზიტი სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. დასვენება ოჯახურ წრეში ან სრულ მარტოობაში ჯობია.

 

კურო

კვირის დასაწყისი წარმატებული იქნება, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ. ეცადეთ, საქმის დაწყებამდე მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. მოერიდეთ საქმიანობის სფეროს შეცვლას, ახალი საქმის დაწყებას და რჩევების მიცემას. დაივიწყეთ ექსპერიმენტები და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ.

 

ტყუპები

შეუფერებელი დროა მოღვაწეობის სფეროს შეცვლის ან გაფართოებისთვის. გირჩევთ, პროფესიული საქმიანობის სფეროში ნაკლებად იაქტიუროთ. იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ, ამიტომ ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს, რის გამოც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. სასიყვარულო ურთიერთობა დაიძაბება და თავს იჩენენ ძველი წყენები.

 

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ, ძველი პრობლემების მოგვარებაზე იფიქროთ. ახალი იდეები და პრობლემების არასტანდარტული მოგვარება წარმატებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს კოლექტიურ საქმიანობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება.

 

ლომი

კვირის დასაწყისში სასიცოცხლო პოტენციალის შესუსტებაა მოსალოდნელი. პირადი ცხოვრების პრობლემები ან ძველი ვალდებულებები დაუყოვნებლის გადაჭრას საჭიროებენ. დასვენება უმჯობესია ოჯახთან ერთად.

 

ქალწული

არახელსაყრელი პერიოდია. ერიდეთ პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობას და ახალი საქმის დაწყებას. გამორიცხული არ არის შეცდომები დოკუმენტების გაფორმების დროს, სირთულეები სწავლასა და სწავლებაში. განსაკუთრებული სიფრთხილე საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლებს მართებთ. გაითვალისწინეთ, რომ იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წამს ზურგი გაქციოთ.

 

სასწორი

პასიური დღეა. თავი შეიკავეთ პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისა და ახალი კონტაქტებისგან. ახლობელ ადამიანებს შორის მოსალოდნელია ეჭვიანობის სცენები და ძველი წყენების გახსენება. განსაკუთრებით, ეს მამაკაცებს ეხებათ. ქალებმა შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნონ.

 

მორიელი

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. უსაფრთხოების ზომები უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ. გამოიჩინეთ ჩვეული სიბრძნე და კონფლიქტურ სიტუაციებს დროულად გაეცალეთ. ახლა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღების დრო არ არის.

 

მშვილდოსანი

შეუფერებელი დროა მოღვაწეობის სფეროს შეცვლის და ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ პროფესიული საქმიანობის სფეროში ნაკლებად იაქტიუროთ. უმჯობესია, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს, რის გამოც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ.

 

თხის რქა

არახელსაყრელი პერიოდია. მოსალოდნელია ვნებებს აყოლა და ხორციელი ცდუნება, შეცდომა დოკუმენტების გაფორმების დროს. შეძლებისდაგვარად, შეამცირეთ კონტაქტები გარშემომყოფ პირებთან. მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა ან პროვოკაციები.

 

მერწყული

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი გაზრდილია. ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ. ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ საკუთარი პოზიციების გამტკიცებისთვის.

 

თევზები

ეს დღე საკუთარ თავზე გამარჯვებას და მიზნის მიღწევას განასახიერებს. ეს დღე პირდაპირ ან ირიბად, ფინანსებს უკავშირდება. შეიძლება ვალის გაცემა ან დაბრუნება ან დამატებითი შემოსავლის მოძიება მოგიწიოთ. არც ის არის გამორიცხული, რომ ახლო ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ეცადეთ ნებისმიერ ცდუნებას გაუმკლავდეთ.

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 44 | დაამატა: Admin | ტეგები: 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar