11:10 PM
1-ლი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს ბევრი სირთულე ახლავს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ტრავმები და პრობლემები ახლობლებთან ურთიერთობაში. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული ურთიერთობა. მეგობრებისა და ნათესავების რჩევას თუ გაითვალისწინებთ, ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. სიზმარი ზუსტად ერთ კვირაში აგიხდებათ.

კურო
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის წამოსაწყებად. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან წარმატებული შენაძენი. შეგიძლიათ, მეგობრებისა და პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. ქალებს მოულოდნელი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით. მამაკაცებს ვურჩევთ, ხმაურიანი წვეულებებისგან თავი შორს დაიჭირონ, რადგან ეს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ტყუპები
ნეგატიური დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ან წარუმატებელი შენაძენი გელით. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები. გირჩევთ, ხმაურიან წვეულებებსა და სპირტიან სასმელებს ერიდოთ.

კირჩხიბი
ამ დღეს შანსი გაქვთ, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. შეგიძლიათ, მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. მოულოდნელი, მაგრამ ძალიან რომანტიკული თავგადასავალი გელით.

ლომი
დღის პირველ ნახევარში რომანტიკული გატაცება და სასიყვარულო თავგადასავალი გელით. პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებით. ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭი და მასების მართვის უნარი უამრავ თანამოაზრეს გაპოვნინებთ. დღის პირველ ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ტრავმები და ახლობელ ადამიანებთან სირთულეები გელით.

ქალწული
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა, ტრავმები და ურთიერთობებში პრობლემები გელით. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან თხოვნა ან შეტყობინება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა და რომანტიკული გატაცება გელით. საქმეში შეგიძლიათ, მეგობრების და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ.

სასწორი
ამ დღის მოვლენები თქვენს სამომავლო გეგმებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულება მართებთ. სანამ საქმეს შეუდგებით, ეცადეთ, ყველა წვრილმანი გაითვალისწინოთ. დაბნეულობამ და პესიმიზმმა შეიძლება სიტუაციის რეალურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ.

მორიელი
ამ დღეს მამაკაცებს ოქროს შუალედისა და კომპრომისის პოვნა უჭირთ. მოსალოდნელია ხმაურიანი კონფლიქტი ოჯახში. ეცადეთ, რომ დღის მეორე ნახევარი მთლიანად ოჯახური საქმეების მოგვარებას დაუთმოთ.

მორიელი
ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები არსებობს. გირჩევთ, ხმაურიან წვეულებებსა და სპირტიან სასმელებს ერიდოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ ან ბავშვებთან გაერთობით.

თხის რქა

ურთიერთობას სირთულეები და საყოფაცხოვრებო პრობლემები ახლავს. გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ახლობელი ადამიანის რჩევის წყალობით ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და ოჯახში მშვიდობა შეინარჩუნოთ. სიზმარი ზუსტად ერთ კვირაში აგიხდებათ.

მერწყული

დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელმა შეტყობინებამ შესაძლოა, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები შეგაცვლევინოთ. გამორიცხული არ არის პარტნიორთან კონფლიქტი. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს დადებული გარიგებები მოგებიანი იქნება და დიდ შემოსავალს მოგიტანთ.

თევზები
მოსალოდნელია შეტყობინება, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. უამრავ თევზს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დამშვიდდით და ყველა მოსალოდნელი შედეგი გაიაზრეთ. ასეთ შემთხვევაში შეცდომებს თავიდან აიცილებთ.



წყარო
კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 266 | დაამატა: Admin | ტეგები: 1-ლი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar