9:43 PM
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა სარისკო ოპერაციებისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. გადაწყვეტილების მიღების დროს ნუ აჩქარდებით. ახლობელ ადამიანებთან სამწუხარო გაუგებრობა გელით.

 

კურო

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პრობლემები არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, ჯანმრთელობის მხრივაც გელით. ტრამვა ან ავადმყოფობა შესაძლოა, ქალების რომანტიკული გატაცებისთვის ხელისშემშლელი გახდეს. გირჩევთ მეგობრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ, თორემ შეიძლება ზოგიერთი სამუდამოდ დაკარგოთ.

 

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის და წყლის პროცედურებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და სპირტიანი სასმელებისგან. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანებთან კამათი გელით. ნუ ეცდებით საკუთარი პოზიციის გატანას - ზოგჯერ კამათში გამარჯვება მარცხზე უარესია.

 

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტებისთვის და ხელშეკრულებების დასადებად. ადვილად ახერხებთ მოსაუბრის დარწმუნებას, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევთ. ამ დღეს ქორწინება და ახალი სამსახურის დაწყება წარმატებული იქნება.

 

ლომი

ეს დღე უამრავ ცდუნებას გიმზადებთ, რომლებსაც ადვილად გაუმკლავდებით. დაბრკოლებებმა შესაძლოა, თქვენი ფარული შინაგანი ძალები გააღვიძონ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუმკლავდებით. ეცადეთ ემოციები დაიცხროთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

 

ქალწული

ემოციური თვალსაზრისით, საშიში დღეა. გირჩევთ ყველა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოთ და სახლში დარჩეთ. თქვენი ტაქტი და მოთმინება ოჯახში ნდობისა და ჰარმონიის ატმოსფეროს შექმნის. გირჩევთ სრულფასოვანი დასვენების შესახებაც ნუ დაივიწყებთ. დაივიწყეთ პრობლემები და მოაწყვეთ პატარა ოჯახური ზეიმი.

 

სასწორი

ამ დღეს უამრავი სიურპრიზი გელით და ზოგი მათგანი უსიამოვნო იქნება. თქვენმა რეაქციამ შეიძლება სიტუაცია დაამძიმოს. გამორიცხული არ არის, რომ დროებით, უკან დახევა მოგიწიოთ. თავისუიფლებისკენ სწრაფვამ შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებზე იმოქმედოს.

 

მორიელი

ეს დღე თავისი დადებითი ემოციებით დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ. ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება და სიხარულს მოგანიჭებთ. ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად.

 

მშვილდოსანი

პასიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია განმარტოვებისა და სულიერ პრობლემებზე კონცენტრაციისთვის. არასწორი ინფორმაციის ან არაკეთილმოსურნეთა ინტრიგების გამო პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება ავადმყოფობას გამოიწვევს.

 

თხის რქა

სავარაუდოდ, ამდღეს რამდენიმე საქმიან კონტაქტს დაამყარებთ, რომლებიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. პროექტში საჭირო ადამიანების ჩართვა წარმატების გარანტია. გახსოვდეთ, რომ რეალობის გრძნობა არ უნდა დაკარგოთ.

 

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტების დამყარებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ადვილად ახერხებთ მოსაუბრის დარწმუნებას, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევთ. ამ დღეს ქორწინება და ახალი სამსახურის დაწყება წარმატებული იქნება.

 

თევზები

დაივიწყეთ ყოველგვარი პრობლემები და უსიამოვნებები - ეს სიყვარულის დღეა. დატკბით სიყვარულის ყოველი წამით, რადგან ასეთი მომენტები ცხოვრებაში ბევრი არაა.



წყარო
კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 99 | დაამატა: Admin | ტეგები: 19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar