7:01 PM
15 მიტოვებული ადგილი მთელი მსოფლიოდან, სადაც ოდესღაც ცხოვრება ჩქეფდა

არაფერია იმაზე საინტერესო, ვიდრე იმ ადგილებში ბოდიალი, რომლებიც ადამიანებმა მიატოვეს და ახლა მხოლოდ ცხოველებიღა თუ შეისეირნებენ.

1. ქალაქი - მოჩვენება ბოდი, აშშ

15675510-R3L8T8D-1000-2902912234_ace07230cf_b

ეს ქალაქი ოფიციალურად 1876 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც ქალაქის მიდამოებში ვერცხლის და ოქროს საბადოები აღმოაჩინეს. ოქროს  საძიებლად აქ უამრავი ადამიანი ჩამოვიდა.  მას შემდეგ რაც ქალაქი მეძავებით და ნარკომანთა ბუნაგებით  გაივსო, აქაურობა "ცოდვების ქალაქად" მონათლეს. არაა  გასაკვირი, რომ ამის შემდეგ ქალაქი გაკოტრდა (ამაში თავისი წვლილი საბადოების გამოფიტვამაც შეიტანა). 1940-იან წლებისთვის ქალაქი მთლიანად დაცარიელდა.

2. აშშ-ს სახელმწიფო საპყრობილე15673910-R3L8T8D-1000-4242

15673860-R3L8T8D-1000-Penitenciara-del-Estado

ფილადელფიაში მდებარე ციხემ პირველი პატიმარი 1829 წლის 25 ოქტომბერს მიიღო. ამ ციხეში მრავალი ცნობილი პატიმარი იმყოფებოდა, მაგალითად, ალ-კაპონე. 1969 წელს ციხე დახურეს, ხოლო დღეს აქ მხატვართა გამოფენები ტარდება და საექსკურსიო ჯგუფები დადიან.

3. რკინიგზის სადგური, პოლონეთი

15672160-R3L8T8D-1000-cincinnatis-abandoned-subway-depot

პოლონეთის სამხრეთში, ქალაქ ჩენსტოჰოვაში ინდუსტრიული ეპოქაში რკინიგზის სადგური მოქმედებდა, რომელიც დღეს მიტოვებულია, მაგრამ ევროპის ერთ-ეთ ყველაზე ლამაზ და მისტიურ ადგილად ითვლება.

4. ცათამბჯენი სატორნი, ტაილანდი

15681710-R3L8T8D-1000-77683dfe5f81ffda753dfd3f24e2ba6e

ტაილანდის ეკონომიკურმა აღმავლობამ პიკს 1990-იან წლებში  მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში გახდა პოპულარული მაღალი შენობების მშენებლობა, მაგრამ კონკრეტულად ამ ცათამბჯენის მშენებლობა აზიის ეკონომიკურ კრახს დაემთხვა და შედეგად მშენებლობა შეჩერდა. ამჟამად მისი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან მისი რემონტი ამდენი წლის მერე იმაზე ბევრად მეტი დაჯდება ვიდრე მთლიანად ახალი შენობის აშენება. გარდა ამისა, უკვე დადის ამბები იმის შესახებ, რომ ამ შენობაში მოჩვენებები ცხოვრობენ.

 5. კუნძული ნორტ-ბრაზერი, აშშ

15682710-R3L8T8D-1000-ht_payne_Coalhouse_from_Morgue_Roof_08_kb_140515_19x15_1600

15682810-R3L8T8D-1000-172-1250x983

1880-დან 1930 წლებამდე აქ საავამდყოფო "რივერსაიდი" მდებარეობდა. რივერსაიდი იმ პაციენტების უკანასკნელი თავშესაფარი იყო, რომელთაც ტიფი, კეთრი, ცოფი და ქუნთრუშა ქონდათ. შემდეგ, 1963 წლამდე, აქ თინეიჯერი ნარკომანების სარეაბილიტაციო ცენტრი იყო. დღეს კუნძული ნაკრძალადაა გამოცხადებული. შენობა კი ისევ ისე დაგას, ჩამსხვრეული ფანჯრებით და ღია კარებებით. სახურავი კი უკვე ჩანგრევის პირასაა.

6. ეშმაკის გორა, გერმანია

15683160-R3L8T8D-1000-191-1250x837

15683210-R3L8T8D-1000-201-1250x830

დასავლეთ ბერლინის ყველაზე მაღალ გორაზე ცივი ომის პერიოდში აშენებული უცნაური ფორმის შენობა დგას. მეორე მსოფლიო ომის დროს აქ ნაცისტების სამხედრო მომზადების სკოლა იყო.  ბერლინის კედლის აღების შემდეგ ამ შენობამ უამრავი მფლობელი გამოიცალა. მათ შორის იყო დევიდ ლინჩიც, რომელსაც აქ მედიტაციის სკოლის აშენება უნდოდა, მაგრამ ბერლინის მუნიციპალიტეტმა არ დართო ნება.

7. შატო მირანდა, ბელგია

15683910-R3L8T8D-1000-241-1250x83115684010-R3L8T8D-1000-261-1250x834

საფრანგეთის რევოლუციის დროს ეს შატო ლიდეკერკე-ბოფორების ოჯახს ეკუთვნოდა. ოჯახი პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული, რის გამოც იძულებული გახდა სამფლობელო მიეტოვებინა და ახლომდებარე ფერმაში გადაბარგებულიყო დასამალად, რომ რევოუციის შედეგებს დალოდებოდა. ოჯახი სამწუხაროდ ვეღარ დაბრუნდა უკან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და 1980-იან წლებამდე სახლი ობოლი ბავშვების საზაფხულო ბანაკის ფუნქციას ასრულდებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი შენახვის ხარჯები ძალიან გაიზარდა, ბელგიის ნაციონალურმა რკინიგზის კომპანიამ სახლი მიატოვა.

8. კიჯონდონი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

15665960-R3L8T8D-1000-455606_original15666060-R3L8T8D-1000-666

ეს სოფელი სპეციალურად აშენდა და თავიდანვე ცნობილი იყო, რომ აქ ადამიანები არასოდეს იცხოვრებდნენ. სოფელი სამხრეთ და ჩრდილო კორეას შორის, დემილიტარიზებულ ტერიტორიაზეა აშენებული. კორეის ომის შემდეგ  სოფელი ხოლოდ პროპაგანდას ემსახურება: ეს ერთადერთი დასახლებული პუნქტია, რომელიც სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან ჩანს და შესაბამისად, იდეალრად უნდა გამოიყურებოდეს.  ჩრდილო კორეის ხელისულება ამტკიცებს, რომ აქ ჩვეულებრივი მოქალაქეები ცხოვრობენ, თუმცა თუ კარგი დურბინდი ან ფოტოკამერა გაქვს, შეამჩნევ, რომ ფანჯრებში მინები არაა ჩასმული, შენობებში არაა შიდა კედლები და შესაბამისად, ოთახები, ხოლო შუქი რატომღაც ყველა სახლში ერთდროულად ინთება, თანაც დღის კონკრეტულ მონაკვეთში.

9. ფორდლანდია, ბრაზილია

15677910-R3L8T8D-1000-sanguesuoreseringais-vilaamericana515678010-R3L8T8D-1000-Car_in_Oradour-sur-Glane4 

1927 წელს ჰენრი ფორდმა ფორდლანდიის შექმნა დაიწყო - ეს უნდა ყოფილიყო კაუჩუკის პლანტაცია, რომელიც ჯუნგლებში, მდინარე ტაპაჰოს პირას გაშენდებოდა. ფორდმა კორპორატიული ქალაქის იდეა შეიმუშავა, სადაც იქნებოდა აუზები, გოლფის მოედანი, ბუნგალო და ნაციონალური ამერიკული ცეკვების შემსწავლელი სკოლაც კი. მაგრამ ქალაქში საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებდა, მათ შორის, მშრალი კანონი. ამის საფუძველზე მუდმივად ხდებოდა დაპირისპირებები ბრაზილიელ მშენებლებს და ამერიკელ მენეჯერებს შორის. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს ფორდლანდიის მუშებმა კაფეში დებოში მოაწყეს და ავტომობილები მდინარეში გადაისროლეს. ამის შემდეგ ქალაქი ნელ-ნელა დაიცალა.

10. მიტოვებული ღია კინოთეატრი, სინის ნახევარკუნძული

15666610-R3L8T8D-1000-2

ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, კინოთეატრი ძალიან მდიდარმა ფრანგმა ააშენა. დასასვენებლად ჩამოსულმა ფრანგმა დაასკვნა, რომ აქაურობას კინოთეატრი ეკლდა და ბევრი არ უფიქრია, იყიდა კინოპროექტორი, სკამები და გიგანტური ეკრანი. პირველი ჩვენებისთვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ეს იდეა საერთოდ არ მოეწონა ადგილობრივ მოსახლეობას და ეს ყველაფერი იმით დამთავრდა , რომ გენერატორი გააფუჭეს. მას შემდეგ დგას უდაბნოში მიტოვებული კინოთეატრი, რომელშიც არავის არასოდეს არც ერთი ფილმი არ უნახავს.

11. ვაროშა, კვიპროსი

15667610-R3L8T8D-1000-northern_cyprus_1_031

15668160-R3L8T8D-1000-northern_cyprus_1_037

1970-იანი წლების დასაწყისში ვაროშას პლაჟები მილიონერების საყვარელ კურორტს წარმოადგენდა. კვიპროსზე ტურიზმი აღმავლობის ფაზაში იყო და ეს ადგილი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ისეთი ვარკვლავებიც ეწვივნენ, როგორიც იყო ბრიჯიტ ბარდო და ელიზაბეტ ტეილორი. ყველაფერი 1974 წლის აგვისტოში შეიცვალა, როცა კვიპროსზე თურქეთი შემოიჭრა. ვაროშა 15 ათასმა ადამიანმა დატოვა - მათ დატოვეს ყველაფერი, რაც ებადათ.

12. კოლუმბია, ოტელი Refugio El Salto

15684760-R3L8T8D-1000-12392010-R3L8T8D-1000-umbii_1903515684660-R3L8T8D-1000-12391810-R3L8T8D-1000-zabroshennyj-otel-refugio-el-salto-u-vodopada-v-kolumbii-foto--video-9_19042

 Refugio El Salto  ქალაქ სან-ანტონიო-დელ-ტეკენდამაში მდებარეობს. აშენებიდან მალევე სასტუმრო  დაიხურა, რადგან ძალიან ბევრი ტურისტი ამ ოტელში მოხვედრისსას თავს იკლავდა. ამ ადგილს დღემდე ცუდი რეპუტაცია აქვს.

13. კუნძული დისქავერი, აშშ

15679010-R3L8T8D-1000-444

კუნძული დისქავერი დისნეის ატრაქციონების პარკია, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც იმ ტბაში, სადაც კუნძული მდებარეობს, სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიები აღმოაჩინეს, ატრაქციონების პარკი დაიკეტა და დღემდე მიტოვებულია.

14 პარკი "წმინდა მიწა" , აშშ

15684460-R3L8T8D-1000-271-1250x833

15684510-R3L8T8D-1000-281-1250x837

1958 წელს აშშ-ში, კკონექტიკუტის შტატში ადამიანმა, რომელსაც ჯონ გრეკო ერქვა, ბიბლიური თემატური პარკი გააკეთა. 1960-70-იან წლებში ეს პარკი ძალიან პოპულარული იყო და ყოველწლიურად 40 000-მდე დამთვალიერებელი ყავდა. 1982 წელს გრეკომ დროებით დაკეტა პარკი - რეკონსტრუქციული  სამუშაოების გამო, მაგრამ ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. პარკი კი დღემე დაკეტილია.

15. ორფეის თეატრი, აშშ.

15685060-R3L8T8D-1000-12394260-R3L8T8D-1000-204815685010-R3L8T8D-1000-12394710-R3L8T8D-1000-ORPH-X3აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში მიტოვებული საკონცერტო დარბაზი ელოდება, როდის დაიწყებენ მის რესტავრირებას. შენობა 1912 წელს გაიხსნა და 1959 წლამდე ფუნქციონირებდა. ამჟამინდელი მფლობელები ფულს აგროვებენ შენობის რესტავრაციისთვის.
კატეგორია: მსოფლიო | ნანახია: 62 | დაამატა: Admin | ტეგები: სადაც ოდესღაც ცხოვრება ჩქეფდა, 15 მიტოვებული ადგილი მთელი მსოფლიოდ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar